საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები მონაწილეობენ, ივანიშვილი და სააკაშვილი კი, არ არიან არჩეული წარმომადგენლები და არ მონაწილეობენ ამ დიალოგში.
"მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, ბატონი ივანიშვილი და ბატონი სააკაშვილი არ არიან არჩეული წარმომადგენლები და არ მონაწილეობენ ამ დიალოგში. ამ მოლაპარაკებების შედეგიც უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ და იმედია, რომ ამ გადაწყვეტილებაში იქნება წარმოდგენილი საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი," - აცხადებს კელი დეგნანი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.