17 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
საქართველო უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, გახდეს კომუნიკაციების, სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი თავისუფალ ერებს დაიცვას.

ელჩის თქმით, მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად რეგიონში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა, რაც საქართველომ სწორი პოზიციონირების შემთხვევაში კარგად უნდა გამოიყენოს და გახდეს კომუნიკაციების, სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

"ვფიქრობ რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ განაცხადა რუსეთის აგრესიის შესახებ და ასევე იმ საფრთხეებზე რასაც ჩინეთი ქმნის გლობალური ვაჭრობის, კომერციისა და უსაფრთხოების კუთხით. 

პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო რომ დაიცავს თავისუფალ ერებს, თავისუფალ ბაზრებს, ქვეყნებს როგორიც საქართველოა, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და მიმართულება. თქვენ იცით რომ არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. თუმცა ახლა ასევე სახეზეა ორპარტიული წუხილი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.

ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს და ვაშინგტონს სურს იხილოს, რომ საქართველოს ერთგულება ამ ღირებულებების მიმართ კვლავ ძლიერია. ამ რეგიონში გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად. საქართველო კარგად უნდა პოზიციონირებდეს, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, მისწრაფება, რომ გახდეს კომუნიკაციების, სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ეს ის შანსია რაც საქართველომ არ უნდა დაკარგოს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომაც მოვუწოდებთ მხარეებს მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მათ შეძლონ ამ დიდ ცვლილებებზე კონცენტრირება, რაც შეინიშნება ამ ქვეყნის ირგვლივ. რა თქმა უნდა შემაშფოთებელია რომ რუსეთის ძალები განლაგებულია კავკასიის სამივე ქვეყანაში. რუსეთზე ზეწოლის კუთხით ძალისხმევა უნდა გაიზარდოს რათა მან გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების
ვალდებულებები.

როგორც იცით ამ კვირას შედგება ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებები. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა სადაც დიალოგი შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთზე ზეწოლის საშუალებად, რათა მან
გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან. ამერიკის შეერთებული შტატები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, არის მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისა და სუვერენიტეტისა. ვიცით რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. და დროა დასრულდეს იმ ხალხის ტანჯვა, ვინც ამ ვითარების მსხვერპლია,"- აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კელი დეგნანმა.

დღის ამბები