საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, კარგია, რომ არის მცდელობა, განხორციელდეს ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო სისტემაში.
ელჩის თქმით, 20 -30 წლის მანძილზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია.
"ის თუ როგორი უნდა საქართველოს პარლამენტის სტრუქტურა ქართველი ხალხის არჩევანია. მათ გამოხატეს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის სურვილი. ვფიქრობ, გასულ არჩევნებზე ვიხილეთ რომ ამას მოაქვს უფრო მეტი მრავალფეროვნება პარლამენტში, უზრუნველყოფს რომ უფრო მეტი მოქალაქის ხმას პარლამენტში, და უკეთ წარმოადგენს იმ მრავალფეროვნებას რას ქვეყანაშია. მე ვფიქრობ, ეს ძალიან პოზიტიურია და ასევე ყველამ ჩათვალა წარმატებად რომ საპარლამენტო მანდატი მიიღო ცხრა პარტიამ და ასევე უფრო მეტი ქალი იქნა არჩეული პარლამენტის წევრად, ეს არის ძალინ პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯები. 20 -30 წლის მანძილზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და ვფიქრობ რომ გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია საარჩევნო რეფორმაზე, რომელზედაც პარტიის ლიდერები შეთანხმდნენ აქ, ჩემს რეზიდენციაში გასულ წელს გამართულ მოლაპარაკებების პროცესში, შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მეშვეობით და ახლა მუშაობენ კანონპროექტზე.
ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იყო რომ პარლამენტმა კანონპროექტი გაუგზავნა ეუთო/ოდირს განხილვისთვის. წლების მანძილზე იყო მრავალი რეკომენდაცია საერთაშორისო პარტნიორებისგან რაც არ ასახულა რეფორმებში, მართლაც ძალიან კარგია რომ არის მცდელობა განხორციელდეს ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოს საარჩევნო სისტემაში, და იმედი გვაქვს რომ ეს აღმოფხვრის იმ ტიპის დარღვევებს, რაც იყო პრობლემა არა მხოლოდ ამ ბოლო არჩევნების დროს, არამედ წინა არჩევნებზეც,"- აცხადებს კელი დეგნანი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.