17 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
აშშ, თქვენი ყველაზე ძლიერი პარტიონირი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, თქვენ ამას იმსახურებთ - კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს, რადგან ელჩი თვლის, რომ საქართველო ამას იმსახურებს. 

კელი დეგნანი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში შარლ მიშელის ჩართულობის მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მხარდაჭერის უდიდესი გამოვლინებაა. 

"ჩვენ ველოდებით რას გადაწყვეტს პრეზიდენტი მიშელი, მე ვფიქრობ რომ ეს მხარდაჭერის უდიდესი გამოვლინებაა, როდესაც პრეზიდენტ მიშელის დონის ფიგურა დროს და ძალისხმევას არ იშურებს, თანამშრომლობს, პრემიერ-მინისტრთან ერთად აკეთებს მკაფიო გზავნილებს კომპრომისის საჭიროებაზე, შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე. მან გადაწყვიტა რომ ელჩი დანიელსონი დაბრუნდება საქართველოში რომ გააგრძელოს მხარეებთან მოლაპარაკების პროცესი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება.

აშშ გააგრძელებს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩვენი სურვილია საქართველომ მიაღწიოს წარმატებას, მიაღწიოს წარმატებას პოლიტიკურად, როგორც ძლიერმა დემოკრატიამ და განვითარებული ეკონომიკით, თქვენ ამას იმსახურებთ. და აშშ, თქვენი ყველაზე ძლიერი პარტიონირი გააკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია ამისათვის," - აცხადებს კელი დეგნანი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

დღის ამბები