ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან მდებარე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერზე ახალი წარწერა გაჩნდა.
ბანერზე შავი საღებავით დაწერილია GEO. წარწერა სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. აღნიშნული ბანერი ერთ-ერთია, რომელიც ავტობანთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.
სოფელი ორჭოსანი 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ.