"რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში," - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსი შეინარჩუნებს სიფხიზლეს და გააგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან და ახლო პარტნიორებთან ერთად იმისათვის, რომ პასუხი გასცენ რუსეთის ქმედებებს.
"რუსეთი ძირს უთხრის და ახდენს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. რუსეთი ასევე მხარს უჭერს ბელარუსში მიმდინარე სადამსჯელო ზომებს და ცდილობს ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის საქმეებში.
რუსეთი განაგრძობს ფართო მასშტაბის სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკამდე. ნატოს მოკავშირეებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. არჩევნებზე გავლენის მოხდენისკენ მიმართული მცდელობები, კიბერშეტევები და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ალიანსის პასუხი მტკიცე და თანმიმდევრულია. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, NATO-მ გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა. გავაუმჯობესეთ ჰიბრიდული და კიბერთავდაცვა.
შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს. ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უნდა გავაგრძელოთ შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხილვა და ადაპტირება, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, რუსეთის მხრიდან მზარდ სარაკეტო საფრთხეს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.