17 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
დიპკორპუსმა კიდევ ერთხელ მოახერხა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია - დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციაში დამატებით 48 ქვეყნის თანასპონსორობა არის იმის მანიშნებელი, რომ ქართულმა დიპლომატიურმა კორპუსმა  პანდემიის მძიმე პირობების მიუხედავად კიდევ ერთხელ მოახერხა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია:

"ჩვენ მოვიპოვოთ დამატებით 48 ქვეყნის თანასპონსორობა ამ რეზოლუციაზე, რაც ნიშნავს, რომ 48 ქვეყნისთვის ეს რეზოლუცია ისევე არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის. გასათვალისწინებელია ამ პირობებში, რომ როგორც შარშან, ისე წელს, რეზოლუციის მიღების პროცესი მიმდინარეობდა პანდემიის ფონზე. ფიზიკურად ვერ ვაწარმოებდით კამპანიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა კიდევ ერთხელ მოახერხა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია," – განაცხადა დავით ზალკალიანმა

რეზოლუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.მისი თქმით,  რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს:

"ამ რეზოლუციას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2017 წლიდან იღებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, რეზოლუცია ასევე პასუხისმგებლობას აკისრებს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე და მოითხოვს ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებელ და შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას," - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები