05 სექტემბერი 2026,   18:00
ვრცლად
სარჩელი პოლიციელების წინააღმდეგ - მოძრაობა "სოლიდარობა" ე.წ. კომენდანტი საათის დარღვევისთის დაწესებულ ჯარიმებს ასაჩივრებს

ყველა იმ პოლიციელის წინააღმდეგ, რომლებმაც პანდემიის პირობებში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოქალქეებს 2 000 ლარიანი ჯარიმა დაუწერა, "მოძრაობა სოლიდარობა" სისხლის სამართლის საქმის აღძრას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში განცხადება დღეს შეიტანა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, აღნიშნული საჯარიმო სანქციები უკანონოა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას აქვს ადგილი. მათივე თქმით, მოქალქეებს საჯარიმო სანქციები იმ დანაშაულისთვის ედებათ, რომელიც არ ჩაუდენიათ და  ადმინისტრაციული სასჯელით ისჯებიან.

"საპატრულო და კრიმინალური პოლიცია აჯარიმებს მოქალაქეებს კომენდანტის საათის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის მე-10 ქვეპუნქტის შესაბამისად.

აღნიშნული მუხლი აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არც კომენდანტის საათს და არც საჯარიმო სანქციებს. პროკურატურას მოვუწოდებთ აღძრას ყველა პოლიციელზე საქმე, რომლებმაც უკანონო ჯარიმა დაწერეს," - განაცხადა მოძრაობა "სოლიდარობის" ლიდერმა ლაშა შუკაკიძემ.

დღის ამბები