17 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ის, რომ ოპოზიცია აქციას ორი თვით ადრე აანონსებს, იმის მანიშნებელია რომ მათ აქციაზე საკუთარი მხარდამჭერებიც კი აღარ დადიან - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია აქციას 2 თვით ადრე აანონსებს იმის მანიშნებელია, რომ მათ აქციაზე საკუთარი მხარდამჭერებიც კი აღარ დადიან.

პრემიერის თქმით, ოპოზიცია სრულ გაუგებრობაში და კატასტროფულ მდგომარეობაშია.

"მე მინდა გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს ბორელის მისამართით. ეს კიდევ უფრო გვიჩვენებს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ოპოზიციას დღეს სულ 2 არჩევანი დარჩა. მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, შევიდნენ პარლამენტში და ასევე, თუ ისინი დესტრუქციულ ქმედებებს კიდევ გააგრძელებენ და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოზიციას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული. 

ასევე, ის, რომ ოპოზიცია აქციას ორი თვით ადრე აანონსებს, იმის მანიშნებელია, რომ მათ აქციაზე საკუთარი მხარდამჭერებიც კი აღარ დადიან. ოპოზიცია სრულ გაუგებრობაში და კატასტროფულ მდგომარეობაშია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

​ 

 





დღის ამბები