17 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
MIHA HAMODII! - პოსტი "გირჩის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე

"გირჩის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა სარკასტული შინაარსის პოსტი - MIHA HAMODII!

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, რომ ამ პოსტით ფეისბუქ გვერდის ადმინი, სავარაუდოდ, კრიზისის გადაჭრის მისეულ ხედვას ეხმიანება.

"დღეს მე ვთქვი, რომ კრიზისის დასაძლევად რაღაც ახალია საჭირო. ჩემი ხედვით, მთავარი პრობლემა არის დაპირისპირება "ნაცმოძრაობასა" და "ოცნებას" შორის, რომლის მთავარ ხაზი გადის მიხეილ სააკაშვილზე.

თუ, ეს ორი პოლიტკური ძალა არ შერიგდება, მე რთულად წარმომიდგენია კრიზისის განმუხტვა. სავარაუდოდ, სწორედ ამ შეფასებას ეხმაურება სტატუსი, რომელიც "გირჩის" გვერდზე გამოქვცეყნდა," - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი "რუსთავი-2- თან".

დღის ამბები