27 დეკემბერი 2024,   04:00
ვრცლად
მდინარაძე "გირჩზე": პიროვნულად კარგი ხალხი, იდეოლოგიურად - არანორმალურები

"ქართულ ოცნებასა" და "გირჩს" შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე განმარტავს, საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს. 

მდინარაძე ადასტურებს, რომ "გირჩის" ლიდერებთან მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული.

"დიახ, ძირითადად მე ველაპარაკები, თუმცა არა მხოლოდ. პიროვნულად კარგი ხალხი ჩანს, თუმცა ისეთებს ლაპარაკობენ, სამივე არანორმალურია იდეოლოგიურად, ამიტომ შეთანხმების მიღწევა და საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს", - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები