17 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ხმაური ოზურგეთის საკრებულოში - მერის შემაჯამებელ ანგარიშსს საკრებულოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური ის საკრებულოში - ოზურგეთის მერმა ერთი წელი შეაჯამა, რასაც საკრებულოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ის ოპოზიციამ კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა და მისი ოჯახის ქონების შესახებ კითხვები დასვა.

მერი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ოპონენტების ხედვებია

"ჩვენ მას დავუსვით მისთვის ძალიან მწვავე კითხვები და ძალიან კონკრეტული კითხვები იყო და ამაზე გვინდოდა პასუხები, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთ კითხვაზე მან პასუხი არ გაგვცა, იმიტომ რომ არ აქვს პასუხი. ეს შეეხებოდა მის კორუფციულ საქმიანობას, ეს შეეხებოდა იმას, რომ მის შემოსავალთან შედარებით სამჯერ უფრო ძვირადღირებული ქონება დააგროვა ამ ადამიანმა, რაც მერი გახდა,“ - განაცხადა  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით მჟავანაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე ამბობს რომ შეხვედრაზე ყველას შეეძლო თავისი აზრის გამოხატვა.

"ამ ხალხს აქვს თავისი პოლიტიკური ხედვა, თავისი რეზონანსული საკითხები, რომელიც პრიორიტეტი არ არის," - ამბობს კონსტანტინე შარაშენიძე.

დღის ამბები