17 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
გიორგი გახარია თუ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია, რადგან გუნდს კარგად იცნობს, მაგრამ მეც ვიცი სად არის მისი სისუსტე - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაანონსებული დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. თეა წულუკიანმა ამბობს, რომ თუკი ​ ექს-პრემიერი პოლიტიკურ ველზე გამოვა, ის "ქართულ ოცნების" რეალური ოპოზიცია იქნება, რადგან გუნდის სუსტ და ძლიერ მხარეებს კარგად იცნობს. 

"მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის. იმედია, მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება – გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და კარგად იცის, სად არის ჩემი სიძლიერე და სად სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი, სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება," – განაცხადა თეა წულუკიანმა "რადიო იმედის" ეთერში.

 

დღის ამბები