17 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
"ოცნების" ინიციატივა დიალოგის განახლებამდე - შევა, თუ არა ოპოზიციიდან 17 დეპუტატი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად

"ქართული ოცნება" მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, ბარიერის 5 დან 3%-მდე დაწევის ინიციატივით გამოდის. 

კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის მიხედვით, კიდევ ერთი სიახლეა - ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება.

ინიცირებული ცვლილებების მიღებას საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 დეპუტატის თანხმობა სჭირდება, მეათე მოწვევის პარლამენტში კი მხოლოდ 96 დეპუტატია. კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცებისთვის დამატებით 17 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ცვლილებების ინიციატორებმა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიების წარმომადგენლებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდეს.

მოწოდების მიუხედავად პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ. 

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე ინიცირდება. ამის შემდეგ, ერთ თვიანი ვადა განისაზღვრება ცვლილებების სახალხო განხილვისთვის. შემდეგი ეტაპი კი საპარლამენტო განხილვებია. კონსტიტუციის არსებული რედაქციით, 2024 წელს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერია განსაზღვრული.

დღის ამბები