17 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
გზავნილებს ვაშინგტონიდან ისევ განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა - ხელისუფლება აშშ-ს განცხადებებში მხარდაჭერას, ოპოზიცია გამკაცრებულ ტონს ხედავს

საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება - ეს პრემიერ-მინისტრის პირველი შეფასებაა მას შემდეგ, რაც სენატში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა.

გზავნილებს ვაშინგტონიდან ისევ არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა.

ხელისუფლება შტატების ორპარტიულ მხარდაჭერაზე საუბრობს, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ამერიკამ ხელისუფლების მიმართ ტონი მნიშვნელოვნად გაამკაცრა.

საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის სენატში 23 მარტს ისაუბრეს. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კი ითქვა, რომ შესაძლოა კონგრესის ზედა პალატამ მუშაობა დაიწყოს რეზოლუციაზე, რომელშიც კომპრომისის მონახვის აუცილებლობაზე, კიდევ ერთხელ გაკეთდება განცხადებები.

დღის ამბები