17 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
"თანამშრომლობა საქართველოსთან"-  გაეროს მხარდამჭერ რეზოლუციაში სტრასბურგის გადაწყვეტილებაც ჩაიწერა, რომლითაც რუსეთს ევროპული სასამართლო პასუხს სთხოვს 

გაეროს რეზოლუციაში სახელწოდებით "თანამშრომლობა საქართველოსთან" ახალ ელემენტად სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებაც ჩაიწერა, რომლითაც რუსეთს ევროპული სასამართლო პასუხს სთხოვს.

წელს დოკუმენტს მხარი 19-მა წევრმა დაუჭირა, სხვა 19-მა თავი შეიკავა, 8 კი წინააღმდეგი იყო, მათ შორის, რუსეთი და მისი პარტნიორები - ვენესუელა, კუბა, ბოლივია, ერიტრეა, ფილიპინები, კამერუნი და ჩინეთიც. თუმცა, უკვე წელს მას დამატებით 48 თანასპონსორი გამოუჩნდა. 

ბრიუსელიც და ვაშინგტონიც თანხმდებიან, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით, მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამაში იგულისხმება დემოკრატიული მისწრაფებებისა თუ ეკონომიკის გაძლიერება და ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და მთლიანობის საკითხებში მხარდაჭერა, უკრაინიდან დაწყებული, არ კონკრეტდება რით დამთავრებული.

მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულებების გამო მოსკოვი 8 პუნქტით გაამტყუნა. ჟენევაში დღეს დისკუსიების 52-ე რაუნდი პირველად განახლდა. რუსეთის მავნე ქმედებების ჩამონათვალში განსაკუთრებული აქცენტით საგარეო უწყება ზაზა გახელაძისთვის უკანონო დაკავების საკითხს წამოსწევს, დღევანდელი ტექნიკური შეხვედრების შემდეგ ოფიციალური განხილვები უკვე ხვალ გველოდება.

დღის ამბები