17 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება - 52-ე რაუნდზე ქართული მხარე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე ისაუბრებს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება. 52-ე რაუნდზე ქართული მხარე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებზე ისაუბრებს. ქართული დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ გათავისუფლებას მოითხოვს.

მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულებების გამო მოსკოვი 8 პუნქტით გაამტყუნა, ჟენევაში დისკუსიები გუშინ პირველად განახლდა.

დღის ამბები