17 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ყველა იმ პუნქტზე, რაც მიშელის გეგმაშია, ჩვენ უნდა მივაღწიოთ მხარეებისთვის მისაღებ კონსენსუსს - როგორ ხედავს ოპოზიცია შეთანხმების პერსპექტივას

საქართველოში კრისტიან დენიელსონს ისევ ელოდებიან. მოლაპარაკების მორიგი რაუნდისთვის ევროპელი მედიატორი თბილისში ჩამოვა და ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებას შეეცდება.

ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლის. რიგგარეშე არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრების განთავისუფლება, მათ თქმით, ფუნდამენტურ საკითხად რჩება. ამ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გადახედვას არ აპირებს მმართველი პარტია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ  "ყველა იმ პუნქტზე, რაც არის მიშელის გეგმაში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ მხარეებისთვის მისაღებ კონსენსუსს, იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს."

"ძალიან ვწუხვარ, რომ "ქართული ოცნება" ისევ წითელი ხაზებით საუბრობს. რაც არ უნდა თქვას თალაკვაძემ, კობახიძემ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში აღნიშნულია რიგგარეშე არჩევნებისა და ასევე პოლიტპატიმრების საკითხი. ორივე ამ თემაზე შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს. ამ პუნქტების გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრ გიგი წერეთლის განცხადებით, თუ შეთანხმება ვერ შედგება, ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება და პოლიტიკური კრიზისი მეტად გაღრმავდება.

დღის ამბები