"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში აღნიშნულია რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი.
"ძალიან ვწუხვარ, რომ "ქართული ოცნება" ისევ წითელი ხაზებით საუბრობს. რაც არ უნდა თქვას თალაკვაძემ, კობახიძემ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში აღნიშნულია რიგგარეშე არჩევნებისა და ასევე პოლიტპატიმრების საკითხი. ორივე ამ თემაზე შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს. ამ პუნქტების გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.