საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ფილერებთან დაკავშირებით ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი მაია გოთუა აცხადებს, რომ ადამიანებს, ვისაც ფილერი აქვთ გამოყენებული და შემდეგ ვაქცინაციას იკეთებენ, მათში რეაქცია მოგვიანებით, დაახლოებით, 1-2 დღეში ვლინდება და მწვავე არ არის.
მედიკოსის განმარტებით, გამოვლინება ძირითადად იმ ადგილებში შეშუპებისა და შეწითლების სახით გამოიხატება, სადაც ფილერი იყო გამოყენებული.
"ადამიანებს, ვისაც ფილერი აქვთ გამოყენებული და შემდეგ ვაქცინაციას იკეთებენ, მათში რეაქცია მოგვიანებით ვლინდება. რეაქცია დაახლოებით 1 ან 2 დღეში იკვეთება და მწვავე არ არის.
არსებობს გაიდლაინი, სადაც ნათქვამია, რომ ფილერის გამოყენება არ არის უკუჩვენება ვაქცინაციის დროს და არც ვაქცინაციის შემდგომ.
ასევე სასურველია, რომ ფილერის გამოყენება ვაქცინაციამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ რეაქციას ფილერის მქონე პირებში არა მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ, არამედ ანალოგიური პროცესები შესაძლოა გამოვლინდეს გრიპის ვაქცინაზე აცრის ან სტომატოლოგიური ჩარევის დროს.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ყველა ეს რეაქცია არ არის სეროზული და ექვემდებარება ყველა პრეპარატს. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი არ წარმოადგენს საზოგადოების შეშფოთების მიზეზს,"- განაცხადა მაია გოთუამ.