17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ამჯერად მოუწევთ კომპრომისზე წასვლა - რა მოლოდინები აქვს ოპოზიციას დანიელსონის განახლებული მედიაციისგან

"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის შემდეგ პოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვნად შეიცვლება. მისივე განმარტებით, შეთანხმებისთვის ​მთავარია პოლიტიკური ნება არსებობდეს.

"ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ მეორე შესაძლებლობა, რომელიც დანიელსონის ვიზიტმა მისცა ქვეყანას, იქნება სათანადოდ გააზრებული და კარგი გაგებით გამოყენებული ყველას მხრიდან.

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცესპიკერი ლევან იოსელიანი დარწმუნებულია, ამჯერად ევროპული მედიაცია ქვეყანაში წარმატებით ჩაივლის.

"ამჯერად, მე მგონია, რომ არცერთ მხარეს არ ექნება იმის ფუფუნება, ასე მარტივად დაადგინონ წითელი ხაზები და ულტიმატუმებით ილაპარაკონ. მგონია, რომ მათ ამჯერად კომპრომისზე წასვლა მოუწევთ," - აღნიშნა ლევან იოსელიანმა. 

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები ორშაბათს, 29 მარტს განახლდება

დღის ამბები