პარლამენტის დეპუტატი, ექიმი ზაალ მიქელაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.
მისი თქმით, ამ ნაბიჯით მან კოლეგა ექიმებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
"მე არც ასაკით და არც სამედიცინო აქტივობით არ მეკუთვნოდა ამ იმუნიზაციაში ამ ეტაპზე ჩართვა, მაგრამ გადავწყვიტე, პირველ რიგში, ჩემი მოქალაქეების და განსაკუთრებით კოლეგებისთვის მოსაწოდებლად, რადგან ჩვეულებრივი მოქალაქეები, სწორედ სამედიცინო პერსონალის განწყობებზე ყურადღების მიქცევით ახერხებენ გადაწყვეტილების მიღებას. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, აქტიურად ჩაერთონ პროცესში,"-აცხადებს ზაალ მიქალაძე.