17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
რუსული დეზინფორმაცია საქართველოში - GRASS-მა ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა

რუსული დეზინფორმაცია საქართველოში აქტიურად ვრცელდება, - ამის შესახებ საუბარია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, დეზინფორმაცია საქართველოში რუსული ინტერესით კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცელდება, ასევე პროპაგანდა მუშაობს ქვეყნის საშინაო თუ საერთაშორისო საკითხების არასწორი აღქმისთვის.

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დირექტორის, პაატა გაფრინდაშვილის თქმით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გზავნილები 8 მიმართულებით დაჯგუფდა. ესენია NATO-ს წინააღმდეგ მიმართული, აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული, რუსეთის მხარდამჭერი, ანტითურქული, საერთაშორისო მოვლენებზე გავრცელებული დეზინფორმაცია, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე დეზინფორმაცია/პროპაგანდა, კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია/პროპაგანდა.

პაატა გაფრინდაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო აქტიური იყოს.

დღის ამბები