17 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებისადმი კომპრომისული შეთავაზება პლებისციტია - გიგი წერეთელი

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებისადმი კომპრომისული შეთავაზება პლებისციტია.

ამის შესახებ გიგი წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"შეთანხმება თუ იქნება, პლებისციტი არის სწორედ კომპრომისული შეთავაზება ხელისუფლებისათვის, ოპოზიციის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება პლებისციტი, ესეც გახდება საფუძველი იმისა, რომ უფრო სერიოზული შეთანხმება მოხდეს და ვითარება პარლამენტში გაგრძელდეს,"- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები