17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ კონსულტაციების შედეგად ვიხილავთ მესამე ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში - გივი მიქანაძე "გირჩთან" კონსულტაციაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე იმედს გამოთქვამს, რომ მალე პარლამენტში მესამე და უფრო მეტი ხმის მქონე ოპოზიციური პარტია შევა.

მიქანაძე ადასტურებს, რომ მმართველ გუნდსა და "გირჩს" შორის ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა.

"ამ ეტაპზე, რაც ჩემთვის ცნობილია, ვიცი, რომ "გირჩთან" იყო კონსულტაციები. ეს კონსულტაციები რამდენიმე დღეა რაც დაიწყო და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ კონსულტაციების შედეგად ჩვენ ვიხილავთ უკვე მესამე ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში, რომელიც უფრო მეტი ამომრჩევლის ხმას წარმოადგენს უკვე შემდგომში პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან.

იმედს გამოვთქვამ, რომ ინდივიდუალური კონსულტაციები მივა იმ შედეგამდე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფრო მეტი ოპოზიციური ხმის წარმოდგენასთან იქნება დაკავშირებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ ოპონენტებს შორის არიან კონსტრუქციულად განწყობილი ოპონენტები. ამ ეტაპზე მე დასახელებისგან თავს შევიკავებ," - აღნიშნა გივი მიქანაძემ

დღის ამბები