"დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს" – საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. საქართველოში ევროკავშირის ელჩი ხაშურსა და სურამში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
"დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს. ეს საქართველოში აღმოსაჩენი განსაკუთრებული ადგილია. შესანიშნავი ხედი სურამის ციხეზე, ჯანსაღი წყალი და გემრიელი ნაზუქი," – წერს კარლ ჰარცელი საკუთარ "ტვიტერში".