17 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
ცოტა უხერხულია, როცა ხელფასს იღებ"კრიმინალური“ მთავრობისაგან, რომელიც გინდა დაამხო - დავით ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, სადაც მინისტრი ამბობს, რომ ყველა განსხვავებული აზრით დაინტერესდება. 

დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ თეა წულუკიანის ამ განცხადების შემდეგ კითხვები არ გასჩენია და მისთვის აღქმული იყო იმგვარად, რომ კულტურაში მოღვაწე ადამიანები არიან თავისუფალი და აზრის გამოთქმის საშუალება აქვთ. 

"მე გავიგე ესეთი აზრი, რომ კულტურაში მოღვაწე ადამიანები არიან თავისუფალი, მათ აქვთ თავისუფლად აზრის გამოთქმის საშუალება, მაგრამ როდესაც შენ მუშაობ ვთქვათ კულტურის სამინისტროში, სახელმწიფო სტრუქტურაში და იძახი, რომ მე უნდა დავამხო ეს მთავრობა, ეს კრიმინალები, ეს ცოტა უხერხულია, რომ "კრიმინალური“ მთავრობისაგან, რომელიც გინდა დაამხო და მისგან იღებ ხელფასს. რასაკვირველია, ამ კუთხით ცოტა მინისტრს ვეთანხმები და რაც შეეხება კულტურის სფეროს მუშაკებს, მან ხმამაღლა თქვა, რომ რასაკვირველია, კულტურაში მოღვაწე ყველა ადამიანს აქვს აზრის გამოთქმის საშუალება, რაც უნდა ილაპარაკოს, აზრს მათ ვერავინ ვერ შეუზღუდავს. მე კითხვები არ გამიჩნდა, იმიტომ რომ მე ზუსტად ესე გავიგე, იმიტომ რომ კულტურის სფეროში ადამიანები რამდენადაც განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, ვერც მინისტრი, საერთოდ ვერავინ ვერ აუკრძალავს მათ ეს აზრი რომ თქვან. მე მათ ვუცხადებ სოლიდარობას და ასეც უნდა იყოს,“ - ამბობს დავით ოქიტაშვილი.

ცნობისთვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა, რომ განსხვავებული აზრით დაინტერესდება, კონკრეტულად, იქნება ეს უბრალოდ მისი "ქართული ოცნების" კუთვნილების გამო კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, თუ ეს იქნება განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთ კეთებას. 

დღის ამბები