ხელოვნებათმცოდნე და დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებული მოვლენებისგან და იმ დაპირისპირებისგან, რაც პოლიტიკაში ხდება, ქვეყანა ინგრევა.
მისივე განცხადებით, ქვეყნის მთელი საინფორმაციო ველი და ქვეყნის მთელი ცხოვრება მოცულია 2020-ის არჩევნების საკითხით.
"როგორც უბრალოდ მოქალაქე, ისე ვლაპარაკობ, ქვეყანა მართლა ინგრევა ამ დაპირისპირებით და ამ ომით. თუნდაც ბოლო თემები, რაც არის აქტუალური, მთელი დედამიწა ამბობს, ახლა ვიცი, რომ ჩემზე იტყვიან ქოცი, რაც უნდათ ის თქვან, მაგრამ მთელი დედამიწა ამბობს, რომ არ გაყალბებულა ეს არჩევნები, ხო?! მთელი საინფორმაციო ველი და ქვეყნის მთელი ცხოვრება მოცულია ამით, რომ არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა, ვიღაც 1%-იანი პარტიები, რომელთაგანაც მე რამდენიმესი ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ისინი შევიდოდნენ პარლამენტში და გაჩნდებოდა მესამე ძალა ქვეყანაში, რომელიც აუცილებელზე აუცილებელია.
მე ძალიან ბევრი რაღაცა მინდა ვთქვა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მე ვიცი, რომ როგორც კი ვიტყვი რაღაცას კრიტიკულს, პირდაპირ ვიტყვი და არ მეშინია ამ შეფასების, იმ ბოროტი, მკვლელების, სადისტების, სისხლისმსმელი ადამიანების პარტიისთვის ეს ჩემი კრიტიკული სიტყვა გახდება კიდევ ერთი არგუმენტი, რომ თქვან, რომ ქვეყანაში ჯოჯოხეთია, რომ ჩვენ ჩაგვაბარეს რუსეთს და მხოლოდ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ. ჩემნაირების პროტესტს ისინი გამოიყენებენ ხელისუფლების დაბრუნებაში, ისინი ამისთვის იბრძვიან ბოლო 9 წელია," - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.