17 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
როგორც კი საკითხი ეხება ხოლმე დევნილთა დაბრუნების თემას, რუსული დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას - ლაშა დარსალია

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - შეხვედრა პირველად მას შემდეგ გაიმართა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა და აგვისტოს ომში ჩადენილ დანაშაულებში რუსეთი დაადანაშაულა.

52-ე შეხვედრა გაეროს ჟენევის ოფისში გაიმართა.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ რაუნდი რთული იყო და რუსეთის დელეგაციამ შეხვედრა კვლავ დატოვა. 

"52-ე რაუნდი იყო სამწუხაროდ, უკვე ტრადიციულად რთული. როგორც კი საკითხი ეხება ხოლმე დევნილთა დაბრუნების თემას, როგორც იცით, რუსული დელეგაცია ტოვებს ხოლმე მოლაპარაკებათა მაგიდას. ამჯერადაც, იგივე ვითარება იყო,“ - ამბობს ლაშა დარსალია.  

დღის ამბები