რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ჯორჯიის შტატში მიღებულ კანონს, რომელიც საარჩევნო უფლებას ზღუდავს, "ტვიტერზე" გამოეხმაურა:
"დღეს ორივე ჯორჯიაში, როგორც საქართველოში ისე ჯორჯიის შტატში, დემოკრატიის უკუსვლაა,"- წერს მაკფოლი.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ ბაიდენის დემოკრატიული განახლების დღის წესრიგს, როგორც შინ, ისე გარეთ, მზარდი გამოწვევები აქვს.