"ქართული ოცნების" მთავარ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
პოლიტსაბჭოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული, რის შემდეგაც, 13.00 საათზე უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება.
მმართველი გუნდის შეხვედრა, სავარაუდოდ, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის განმეორებით ვიზიტს შეეხება, რომელიც საქართველოში ევროპული მედიაციის გასაგრძელებლად დღეს ჩამოდის.