სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონებით მსვლელობა მოაწყვეს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ე.წ კომენდანტის საათს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და ნიკა მელია შეძახილებით გაამხნევეს, მათ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.