"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პოლიციამ აქტივისტებს შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრის უფლება არ მისცა. წინასწარი ინფორმაციით დაკავებულია 5 ადამიანი.
შენობის პერიმეტრზე სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი.