შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ "ქართულ ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომისა და უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"პოლიტიკური საბჭოს ახალი მდივნის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს,"- განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარე მამუკა მამუკა მდინარაძემ.