17 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
თუ ოპოზიცია გადმოდგამს კონსტრუქციულ ნაბიჯს შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება შედგეს - მამუკა მდინარაძე

"ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომისა და უმრავლესობის გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, მოლაპარაკება შედგეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართულ ოცნებას", ოპოზიციისგან განსხვავებით არაერთი კომპრომისული წინადადება აქვს.  

"აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენაში 3 ყველაზე აქტუალურ საკითხს კონკრეტული პასუხი გაეცა. პირველ რიგში კი პასუხი "ნაცმოძრაობის" ცრუ ნარატივს გაეცა პასუხი, რომელიც შეეხებოდა "პოლიტპატიმარ" ნიკა მელიას და ამაზე პასუხი იყო, რომ მან კანონი დაარღვია. მეორე ცრუ ნარატივი იყო, გაყალბებული არჩევნები და ეუთო-ოდირის ანგარიშის ციტირება სენატშიც გაისმა, სადაც საქართველოს არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულად იყო მოხსენიებული. მესამე საკითხი იყო "ნაცმოძრაობის" მიერ თითქმის ყოველდღიურად ნალაგები ცრუ ნარატივი პროდასავლურობასთან დაკავშირებით. ამაზე ითქვა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, არ ყოფილა არც ერთი დღე, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ამ კურსს გადაუხვია. ამ ფონზე, ჩვენი მზაობაა, მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი. ყველა საკითხზე არსებობს ან უკვე გადადგმული ნაბიჯები, ან გვაქვს მეორე ვარიანტი კომპრომისული არაერთი წინადადება, განსხვავებით ოპოზიციისგან, ასევე გვაქვს საკითხის გადაწყვეტის გზები. შესაბამისად, თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯი, შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება შედეგიანად დამთავრდეს,"- განაცხადა მამუკა მდინმარაძემ

განცხადბები მოლაპარაკებების საკითხზე, უმრავლესობის სხვა წევრებმაც გააკეთეს. მაგალითად შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რაც იქნება სამართლიანი და ქვეყნის ინტერესების შესაბამისი, სწორედ ამას დათანხმდება მმართველი გუნდი. 

დღის ამბები