17 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის შედარება ემსახურება მიზანს, რომ "კრიმინალები პოლიტიკაში "გაპრავდნენ" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემკუბილიუსის განცხადების შეფასებისას, სადაც ევროპარლამენტარი ამბობს, რომ უფრო ეფექტიანი იქნება, თუ სააკაშვილი და ივანიშვილი ღიად იტყვიან თავიანთ ხედვებს, განაცხადა, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის შედარება ყოვლად მიუღებელია და შეურაცხმყოფელია. 

მამუკა მდინარძე მიხეილ სააკაშვილს კრიმინალად მოიხსენიებს და ამბობს, რომ შედარება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ემსახურება მიზანს, რომ "კრიმინალები პოლიტიკაში "გაპრავდნენ". 

"ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის შედარება წარმოუდგენელია. ტოლობის ნიშნის დასმა მათ შორის კი, კიდევ უფრო მეტი საოცრებაა. ერთ მხარეს დგას სასამართლოს განაჩენით დადასტურებული კრიმინალი და ასევე, ადამიანი დღეს არ ტოვებს რომ არ გამოჩნდეს ეთერში მიუხედავად მისი კრიმინალურობისა, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ერთი წამითაც არ გამოჩენილა არსად საჯარო სივრცეში, ამ კუთხითაც კი შედარება ყოვლად დაუშვებელია. ჩემი აზრით ეს შეურაცხმყოფელიც კი არის, რომელიც ემსახურება მიზანს, რომ კრიმინალები პოლიტიკაში "გაპრავდნენ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები