"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, გოგი წულაიას გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას და მისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
მისი თქმით, წულაიას მდგომარეობა სრულად შეესაბამება ევროსაბჭოს კრიტერიუმებს პოლიტპატიმართან მიმართებაში. როგორც ჩხარტიშვილი აღნიშნავს, ადვოკატი უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს თავდებობის საკითხზე.
მისივე თქმით, "ლეიბორისტული პარტია" წულაიას მხარდამჭერ აქციებში მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ხვალ გაიმართება.