17 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
წინაპირობებით დახვედრა არ მიგვაჩნია სწორად -"რესპუბლიკური პარტია" ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებას არ უერთდება

"რესპუბლიკური პარტია" ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელ ერთობლივ განცხადებას არ უერთდება. ხათუნა სამნიძის განცხადებით, მათ არასწორად მიაჩნიათ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლას მოლაპარაკებების მაგიდასთან წინაპირობებით დახვდნენ:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ შევძლოთ კომპრომისებზე წასვლა და შეთანხმების პროცესში ყველა შესაძლო ვერსიაზე საუბარი მოლაპარაკების მაგიდასთან და ასეთ დროს წინაპირობებით, საჯარო განცხადებებით დახვედრა მედიატორის, არ მიგვაჩნია რესპუბლიკელებს სწორად. ეს წინაღობას და ბარიერს ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა საკითხზე წითელი ხაზების და წინაპირობების გარეშე საუბარი, ისე რომ მივიდეთ შეთანხმებამდე," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები