ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოშია.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი ერთხელ უკვე შეეცადა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევას. წინა ჯერზე კრისტიან დანიელსონს საკუთარი რამდენიმე დღიანი ვიზიტის ერთ კვირამდე გახანგრძლივება მოუწია და 12 მარტიდან 18 მარტამდე მან ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად.
18 მარტს გამართული ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს და შვედი დიპლომატი ქვეყნიდან გაემგზავრა.
კრისტიან დანიელსონი შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს და ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმებას ამჯერად მეორედ შეეცდება