19 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე 800 რეკრუტი ანაზღაურებად სწავლებას გადის

ახალქალაქის სამხედრო ბაზა, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებს პირველად მასპინძლობს. ბაზაზე 800, როგორც საკონტრაქტო, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტი გადის სწავლებას. 2021 წელს საწყისი საბრძოლო მომზადება მაღალი ინტენსივობით დაიწყო. წლის განმავლობაში რეკრუტირება რვა ეტაპად მოხდება.

8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან. მათ მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებენ.

პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები