პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების უფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოს ეს მონაპოვარი იმის დასტურია, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ გზას შეუფერხებლად აგრძელებს.
"2024 წელს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს იმ სტრატეგიულ მიზანს, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია და რომელსაც ზურგს უმაგრებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნება და არჩევანი.
საქართველოს მიერ განვლილი რეფორმებისა და ტრანსფორმაციის გზა იმ მიზნამდე, როგორიც იყო უვიზო მიმოსვლა, ცხადყოფს, რომ ჩვენ შევძელით და კვლავ შევძლებთ დასახული მიზნის განხორციელებას და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმას,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების უფლება საქართველოს მოქალაქეებმა ზუსტად 4 წლის წინ მიიღეს.