შვედეთში წარმატებული გამოდგა მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ქართველი სპორტსმენებისთვის, თუმცა წარუმატებელი იყო უცხოეთიდან მოწვეული მოციგურავეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავდნენ.
16 წლის ანასტასია მეტელკინასა და 21 წლის დანიილ პარკმანის წყვილმა ტურნირზე მე-16 ადგილი დაიკავა და ლიცენზიის გარეშე დარჩა, ხოლო 27 წლის მორის ყვითელაშვილმა და 17 წლის ალინა ურუშაძემ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გაინაღდეს. თავისუფალ პროგრამაში მორის ყვითელაშვილმა 157,15 ქულა მიიღო, რაც მე-12 შედეგისთვის საკმარისი გამოდგა.
ორი დისციპლინის ჯამში, მორისმა 231,81 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილზე გავიდა. მანამდე კი სტოკჰოლმში ალინა ურუშაძემ მე-20 ადგილი დაიკავა და ისიც ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი გახდა.