ამ წუთებში, გლდანის ციხის მიმდებარედ, გოგი წულაიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. სოლიდარობის აქციას სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსის ქუთაისელი გულშემატკივრებიც შეუერთდნენ.
პროტესტის მონაწილეები ციხემდე საავტომობილო მსვლელობით მივიდნენ. მათი ინფორმაციით, წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს, არც მედიკამენტებს იღებს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.