უცვლელი მისიით საქართველოში დაბრუნებულ კრისტიან დანიელსონს ამ წუთებში ორბელიანის მოედანზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ელოდებიან.
ადგილზე ლევან მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები. მათ ადგილზე პლაკატები აქვთ მიტანილი და პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებას სთხოვენ.
მანამდე კი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ევროკავშირის ელჩთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა.
მოგვიანებით კი, დასავლელი დიპლომატები კიდევ ერთხელ შეხვდებიან დაპირისპირებულ მხარეებს და შეეცდებიან მათ შეთანხმებამდე მიყვანას.