17 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენგურჰესზე სტუმრობისას ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოვლენები, რაც ჰესებთან დაკავშირებით საქართველოში ვითარდება, ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს შეიცავს:

"ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ქართველი მეცნიერების მიერ არის დაწყებული მუშაობა 30-40 წლის წინ ნამახვანჰესზე, ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც დაწყებულია, არის გაუგებარი. მე მინდა გავმიჯნო მოსახლეობა, რომელიც გულწრფელადაა ჩართული პროტესტში და მეორე მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგი უცხო სახელმწიფოს მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო. დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ხელშეწყობა უნდა მოხდეს როგორც დიდი, ასევე საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტის გათვალისწინებით მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან და კაშხლის მშენებლობის სამუშაოები 9-12 თვემდე შეაჩერა. კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი, ასევე შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტიც.

დღის ამბები