17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
განვიხილეთ სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი - კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდს დღეს მეორედ შეხვდება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრას დღეს მმართველი გუნდი 6 საათზე გამართავს. 

"ჩვენ მადლობა გადავუხადეთ დანიელსონს საქართველოში მეორედ ჩამოსვლისა და ძალისხმევისთვის. ჩვენ გვქონდა დღეს კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი. დღეს, 6 საათზე, კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება დანიელსონთან. ხვალ კი, სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი.

ჩვენ ახალ სავარაუდო პროექტზე არ გვიმსჯელია, განვიხილეთ ის რამდენიმე დეტალი, რაც იყო მნიშვნელოვანი მოლაპარაკების გასაგრძელებლად. ყველა პუნქტზე გვქონდა საუბარი და დეტალურად დისკუსია გაგრძელდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 

 



 

დღის ამბები