17 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
თეორიეულად რომ წარმოვიდგინოთ ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაინც ყველაფერს წააგებენ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმება, არ იქნება რიგგარეშე არჩევნები და ეს არა ულტიმატუმი, არამედ მოცემულობაა. 

მისივე განცხადებით, ყველა მოთხოვნა, რასაც ოპოზიცია აყენებს, რომც დაკმაყოფილდეს, ისინი მაინც ყველაფერს წააგებენ.  

"ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, მოცემულობაა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც აქვს ოპოზიციას, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, პლებისციტსაც წააგებენ, თვითმმართველობასთან მიბმულსაც, რეფერენდუმსაც და არჩევნებსაც. მაგრამ მოცემულობა ისაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ეს ულტიმატუმი არ არის. ულტიმატუმების ენაზე ოპოზიცია საუბრობს. როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმება არ იქნება რიგგარეშე არჩევნები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები