17 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
3%-მდე დაწევა ოპტიმალურია, სწორია სტრატეგიულად მაგრამ ეს უნდა იყოს ერთჯერადი - გიორგი ვოლსკი

მოლაპარაკების მორიგი რაუნდის განახლების პარალელურად მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო მუშაობას იწყებს და ინიციატივა დღეს ბიუროზე გააქვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ 3%-იანი ბარიერი მეტ პარტიას და პოლიტიკურ ჯგუფს მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტში თავისი ამომრჩეველი წარმოადგინოს და ოპოზიციის ნიშა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას არ ჰქონდეს დაკავებული. ამასთან გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ეს ცვლილება ერთჯერადი უნდა იყოს:

"3% იმიტომ არის საჭირო, რომ მეტმა პარტიამ, მეტმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და სუბიექტმა თავისი განსაკუთრებული შეხედულებებით, შეძლოს წარმოადგინოს თავისი ამომრჩეველი პარლამენტში.  5% - მაღალი პროცენტი, რასაკვირველია, იმის წინაპირობას ქმნის, რომ ნაცმოძრაობას ჰქონდეს მუდმივად ეს ოპოზიციური ნიშა. იმის იმედით, რომ ოდესმე უმრავლესობაში მოვა. აქედან გამომდინარე, სხვა პარტიები ვერ ფიქრდებიან, არ ფიქრდებიან, გარკვეული ვალდებულებები გააჩნიათ ნაცმოძრაობის მიმართ და უჭერენ მხარს იმ დესტრუქციულ პოლიტიკას, რაც მიმდინარეობს. 3%-მდე  დაწევა ოპტიმალურია, სწორია სტრატეგიულად, მაგრამ ეს უნდა იყოს ერთჯერადი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საკითხს გამოეხმაურა კიდევ ერთი ვიცესპიკერი. დავით სერგეენკოს თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებისკენაა მიმართული და არანაირ სატყუარას არ წარმოადგენს, როგორც ამას ოპოზიცია აფასებს.  მისი განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილების მიხედვით გამოჩნდება, ისინი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ თუ პარტიული ინტერესებით.

დღის ამბები