17 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ოპოზიცია მხოლოდ ბარიერის დაწევას არასაკმარისად მიიჩნევს და მოთხოვნების კომპლექსურად შესრულებას ითხოვს

ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევის მომხრეა, თუმცა მხოლოდ ამ საკითხზე საპარლამენტო მუშაობის დაწყება არასაკმარისად მიაჩნია და მოთხოვნების სრულად შესრულებას და ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვს.

"ზოგადად ჩვენ ვემხრობით ბარიერის დაწევას, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, ამ მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ არ მოვიაზრებთ არც ერთ პუნქტს განცალკევებით დანარჩენი პუნქტებისგან, ანუ შეთანხმება უნდა იქნას კომპლექსური და შეეხება ყველა საკითხს, რომელიც არის მნიშვნელოვანი," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

"გირჩის" თქმით, მათთვის 3%-იანი ბარიერი დამაკმაყოფილებელი არაა, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შეთანხმებაში ხელს არ შეუშლიან:

"ერთჯერადად 3% ჩემთვის არ არის მისაღები, თუმცა 5%-ს ჯობია, სულ ეს არის. ალბათ წინგადადგმული ნაბიჯია 5-დან 3%-მდე ერთჯერადად, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ახლოც არაა იმასთან, რაც გასაკეთებელია. ჩვენ, გირჩი, არ ვქმნით პრობლემას ამ მოლაპარაკებაში, შეუთანხმებლობა ჩვენ გამო არაა გამოწვეული. ძირითადი კონფლიქტის მხარეები არიან ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი პირობა, თქვენ იცით, რაც გვაქვს, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შეთანხმებაში ხელს არ შევუშლით," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები