"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოძრაობა "წინსვლას" და ენმს-ს პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
"წინსვლას" წევრები, რომლებმაც დღეს "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული" პარტიის ოფისებთან აქცია გამართეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ.
მათ შენობაზე სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ისინი შენობის ეზოში არ შეუშვეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.